|
2016-05-04 18:33:02, 1090 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემისთვის ახალ პირობებს ასახელებს
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ თანახმაა, სასამართლოში ნადეჟდა სავჩენკოს კიევისთვის გადაცემის დოკუმენტები გაუგზავნოს, - ამის შესახებ რუსული მედია წერს. როგორც სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, დოკუმენტაცია იმ შემთხვევაში გადაიგზავნება, თუ უკრაინული მხარე განაჩენის აღსრულებას უზრუნველყოფს. “იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს გარანტიებს მსჯავრდებულის მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების შესახებ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური სასამართლოს მიმართავს”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ცოტა ხნის წინ ადვოკატმა განაცხადა, რომ ნადეჟდა სავჩენკომ უკრაინისთვის მისი გადაცემისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი შეავსო. დოკუმენტებში სავჩენკომ დანაშაულის აღიარებაზე უარი განაცხადა, თუმცა თანახმაა, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა 30 ათასი რუბლის ოდენობით გადაიხადოს. აღსანიშნავია, რომ ნადეჟდა სავჩენკო კვლავ მშრალ შიმშილობას დაიწყებს, თუ უკრაინისთვის მისი გადაცემის პროცესი გაჭიანურდება. შეგახსენებთ, რომ აპრილში, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მან ვლადიმერ პუტინთან სავჩენკოს გაცვლის საკითხზე შეთანხმებას მიაღწია. სავჩენკოს გაცვლა სავარაუდოდ უკრაინაში დაკავებული რუსეთის მოქალაქეებზე ევგენი ეროფეევსა და ალექსანდრ ალექსანდროვზე იგეგმებოდა, რომლებსაც კიევი რუსეთის სპეცრაზმის მებრძოლებად მიიჩენვს. ისინი კიევის სასამართლომ ტერორიზმში ცნო დამნაშავედ და 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)