|
2016-05-04 16:50:02, 546 ნახვა
პოლიტიკა
სერვისების განვითარების სააგენტო ამომრჩევლების მონაცემთა ბაზასა და საქსტატის შედეგებს შორის სხვაობაზე განმარტებას აკეთებს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ამომრჩევლების მონაცემთა ბაზასა და საქსტატის შედეგებს შორის სხვაობაზე განმარტებას აკეთებს: "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის გადაცემულ სიაში 3,53 მილიონი პოტენციური ამომრჩეველია. ამ სიაში შედიან როგორც საქართველოში (მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე) მცხოვრები, ისე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული სრულწლოვანი პირები, ასევე, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული ამომრჩევლები (ე. წ. უმისამართოები, სულ − 30 298 პირი). პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზაში არსებულ თითოეულ ჩანაწერზე გაცემულია შესაბამისი დოკუმენტი, მათ შორის, 2 198 755 პირზე − ელექტრონული პირადობის მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი. რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოსახლეობის საყოველთაო აღწერას, საქსტატის შედეგებში ასახულია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ის პირი, ვინც კი 2014 წელს იმყოფებოდა საქართველოში. მოსახლეობის აღწერის შედეგები არ მოიცავს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ საქართველოს მოქალაქის სტატუსი. ისინი ჩვენი ქვეყნის ამომრჩევლები არიან და აუცილებლად უნდა ირიცხებოდნენ საარჩევნო სიებში. სწორედ ზემოაღნიშნულმა ფაქტორებმა განაპირობა რიცხობრივი სხვაობა ამომრჩეველთა პოტენციურ რაოდენობასა და საქსტატის საყოველთაო აღწერის შედეგებს შორის", - ნათქვამია სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო ტრამპმა ნორვეგია „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
ლულა და სილვამ ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტი ხელახლა დაიკავა
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)