|
2016-05-04 10:37:55, 539 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ვიშეგრადისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე "ვიშეგრადის ოთხეულისა" და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც 2016 წლის 4 მაისს ქ. პრაღაში იმართება. საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სესიაში, სადაც განხილული იქნება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში რიგის სამიტზე შეთანხმებული პრიორიტეტების განხორციელების საკითხი, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და განახლებული ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატის გაძლიერების საკითხი. შეხვედრაში ვიშეგრადის ოთხეულის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგებთან. „ვიშეგრადის ოთხეულის" და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე წელიწადში ერთხელ იმართება, ვიშეგრადის ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყნის ორგანიზებით. აღნიშნული შეხვედრები ტარდება „ვიშეგრადის ოთხეულის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის" ფარგლებში (V4+EaP), რომელიც 2011 წელს იქნა ინიცირებული ვიშეგრადის ჯგუფის მთავრობების მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებთან თანამშრომლობის გასააქტიურებლად.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)