01:09 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-23 10:56:28, 608 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: სავალუტო ფონდისგან სესხის აღებას არ ვაპირებთ

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ინფორმაციით, მთავრობა სავალუტო ფონდისგან  სესხის აღებას არ აპირებს.

როგორც ხადურმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუმარტა, სავალუტო ფონდთან შეიძლებოდა ყოფილიყო კომუნიკაცია, რომ სესხი სხვა დონორებისგან აეღოთ. მისივე თქმით, ეს კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროეტქებზე მიბმული თანხებია.

"სავალუტო ფონდის მისიაა ჩამოსული.  დღეს ჩემთან ექნებათ შეხვედრა. ასევე ექნებათ შეხვედრები ეროვნულ ბანკში, ეკონომიკის სამინისტროში. ეს არის სამუშაო შეხვედრები, რომლის დროსაც განვიხილავთ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს.სავალუტო ფინდისგან ჩვენ სესხის აღებას არ ვაპირებთ. წინა კვირას ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სავალუტო ფონდთან შეიძლებოდა ყოფილიყო კომუნიკაცია, რომ სხვა დონორებისაგან აგვეღო სესხი. ჯერჯერობით ვმუშაობთ. ეს არის კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიბმული თანხები. ეს არ არის თანხები, რომელიც წავა ბიუჯეტში. ვსაუბრობთ იმაზე, რომ მსოფლიო ბანკისგან, აზიის განვითარების ბანკისგან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან მივიღოთ დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის შესაძლო დაფინანსება. ჩვენ ბევრი გეგმა გვაქვს და ბევრ პროექტზე ვმუშაობთ,  რომ ეკონომიკური სიტუაცია, რაც ქვეყანაშია, გამოსწორდეს და პრობლემები,  რომლებიც არის გადავლახოთ",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics