|
2016-05-03 16:04:00, 986 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი თაბუაშვილი მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ მინისტერიალს დაესწრო
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, ქალაქ ვენაში, მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის (CFRR) ორგანიზებულ მინისტერიალს დაესწრო. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალის ძირითადი თემა იყო ხარისხიანი ფინანსური ანგარიშგების გავლენა ინვესტიციების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებაზე. მინისტერიალის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც რეფორმის პროგრესის განსახილველად და ფინანსური ანგარიშგების სფეროში გამოცდილების გასაზიარებლად, მოწვეული იყვნენ ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები. მინისტერიალზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა ისაუბრა ქვეყანაში ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის რეფორმის მნიშვნელობაზე, ძირითად გამოწვევებზე და იმ დახმარებაზე, რომელიც შესაძლოა, მსოფლიო ბანკმა და სხვა დონორმა ორგანიზაციებმა გაუწიონ საქართველოს მთავრობას რეფორმის წარმატებულად განხორციელებისთვის. შეხვედრის ფარგლებში გაკეთდა პროგნოზები იმის თაობაზე, თუ რა მიღწევები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს აღნიშნული რეფორმის მიმართულებით შემდეგი მინისტერიალისთვის, რომელიც ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)