|
2016-04-29 09:54:30, 900 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერმა ამერიკული საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკული საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა ბოსტონში გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, ქვეყანაში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემოს გაცნობა და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები იყო. მათივე ინფორმაციით, ქართულმა მხარემ პოტენციურ ინვესტორებს ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების კუთხით საქართველოს შესაძლებლობები გააცნო. საუბარი შეეხო მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს. აღინიშნა, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას დაღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს კარგ საფუძველს ინვესტირებისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა ინვესტიციების მოსაზიდად, რომელსაც აქვს მაღალი რეიტინგები, მათ შორის ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებელი. მისივე თქმით, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან და წამოიწყო მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას საქართველოს დელეგაციის წევრები, რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და ქართული ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)