16:35 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-22 18:02:16, 614 ნახვა

სხვადასხვა
„ახალგაზრდა ადვოკატები“ და სხვა ორგანიზაციები, ხვალ უზენაესს სასამართლოსთან აქციას გამართავენ

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ხვალ კონსტანტინე კუბლაშვილის მიერ ქართული სასამართლო სისტემის 10 წლიანი მმართველობის დასასრულთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესს სასამართლოსთან, საპროტესტო აქციას გამართავს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პროფესიულ საზოგადოებას და ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც უშუალოდ შეხება გააჩნდა სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასების საკითხთან, შეუძლებელია პროტესტის გარეშე დატოვოს ეპოქა, როდესაც კონსტანტინე კუბლაშვილი სასამართლოს ერთპარტიული დემოკრატიით მართავდა. 

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ უკვე მიმართეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და 23 თებერვლის აქციაში მონაწილეობა შესთავაზეს.

 „ჩვენ მივმართავთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, სამოქალაქო ჯგუფს, მოქალაქეებს, რომლებიც „ახალგაზრდა ადვოკატების“ მსგავსად ფიქრობენ, 2015 წლის 23 თებერვლის უკიდურესად მშვიდობიან აქციაში თანამონაწილეობით, საკუთარი პოზიცია გამოხატონ, რათა საზოგადოებამ მომავალში აღარ დაუშვას ის დუმილი, რომელიც სასამართლო ხელისუფლების დაქვემდებარების დროს, შემგუებლურ ხასიათს ატარებდა“ - მიიჩნევენ ორგანიზაციაში. 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ და სხვა არასამთავრობოები, 2015 წლის 23 თებერვალს, სპეციალურ მიმართვასაც გაავრცელებენ, სადაც ხელმოწერა ყველა მსურველ ორგანიზაციას შეეძლება. 
"პროტესტი იქნება მშვიდობიანი ფორმით და არ იგეგმება გზის გადაკეტვა ან/და რაიმე ფორმით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვა. მდუმარე აქცია 12:00 საათზე დაიწყება",-განმარტავენ ორგანიზაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics