|
2015-02-22 17:48:17, 529 ნახვა
სხვადასხვა
საქართველოს პრეზიდენტმა და ქართულმა დელეგაციამ კიევში „ღირსების მარშში“ მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად კიევში „ღირსების მარშში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც უკრაინის „ღირსების რევოლუციის“ წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა. მსვლელობა ინსტიტუტის ქუჩიდან დაიწყო და ყველა ის ქუჩა გაიარა, სადაც ერთი წლის წინ უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი, ე.წ. „ზეციური ასეული“ და 20 პოლიციელი ემსხვერპლა. პეტრო პოროშენკო და ევროპელი ლიდერები მოედანზე ლამპრებით ხელში გამოვიდნენ. მათი ხელმძღვანელობით „ღირსების მარშში“ მონაწილეები დამოუკიდებლობის მოედანზე შეჩერდნენ, სადაც ევროკავშირის ჰიმნი შესრულდა და დაღუპულების სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ასევე მონაწილეობდა რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი, მათ შორის ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, გერმანიის პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკი, მოლდოვას პრეზიდენტი ნიკოლაე ტიმოფტი, პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი, სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა, ევროკავშირის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და სხვა ლიდერები. უკრაინის „ღირსების რევოლუციის“ წლისთავისადმი მიძღვნილ მსვლელობაში უკრაინის პატრიარქი ფილარეტიც მონაწილეობდა. მშვიდობისთვის ლოცვა დამოუკიდებლობის მოედანზე დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)