2016-04-28 11:15:20, 508 ნახვა
საზოგადოება
ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 15%-ით შემცირდა
2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა წინა - 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით 15%-ით ნაკლებია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 2014 წლის 19 ნოემბრის პერიოდში ჩაატარა.
საქსტატის ინფორმაციით, აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82%. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან