|
2016-04-27 18:18:07, 1032 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ჭონქაძის ქუჩა N 21-ში მდებარე უძრავი ქონება აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ჭონქაძის ქუჩა N 21-ში მდებარე ქონება პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. "სახელმწიფო საკუთრებაშია 3841 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობება.ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 8 200 000 ლარს შეადგენს. ელექტრონული აუქციონი 2016 წლის 11 მაისს 17:00 საათზე დასრულდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო ობიექტზე სულ მცირე 80 ნომრინი სასტუმრო ააშენოს და მინიმუმ 10 000 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს. აღნიშნული ქონება განთავსებულია თბილისის ერთ–ერთ უძველეს ისტორიულ და ტურისტულად დატვირთულ ნაწილში. ობიექტიდან 600 მეტრის მანძილზე მდებარეობს თავისუფლების მოედანი, ხოლო 700 მეტრის დაშორებით განთავსებულია საქართველოს პარლამენტი. აღსანიშნავია, რომ ობიექტის მახლობლად არსებული ფუნიკულიორი, რომელიც ერთმანეთთან ჭონქაძის ქუჩასა დ მთაწმინდის პარკს აკავშირებს, თვეში საშუალოდ 20 000-მდე ტურისტს ემსახურება“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)