12:26 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 16:55:08, 509 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრონინგენის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე გრონინგენის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის კომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) მიერ დაფუძნებული სამაგისტრო პროგრამა „ჰუმანიტარული მექანიზმი“ ევროპის 8 უმაღლეს სასწავლებელში და   მათ შორის გრონინგენის უნივერსიტეტშიც ისწავლება. 

უწყების ინფორმაციით, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ბენეფიციარებთან შეხვედრის მიზნით, საქართველოს სტუმრობენ.  წელს საქართველოში ვიზიტორთა ჯგუფი ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის 33 სტუდენტისგან შედგება. 

შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს სამინისტროში მიმდინარე პროექტები გააცნო. გრიგოლ გიორგაძემ განსაკუთრებული  ყურადღება გაამახვილა დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხებზე.  შეხვედრაზე ასევე განიხილეს ეკომიგრანტების, მიგრანტების, ლტოლვილებისა და რეპატრიანტების საკითხები.

სტუდენტები  დევნილთა სამინისტროში მიმდინარე ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის საქმიანობით დაინტერესდნენ. 

დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ და ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა  ოსკარს კასტენსმა სტუდენტებს  პროექტის ძირითადი მიზანი გააცნეს.

პროექტის მიზანია, მხარი დაუჭიროს  სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დევნილთა სამოქმედო გეგმისა და საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის ეფექტურად განხორციელებაში. ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი ასევე ეხმარება სამინისტროს დევნილთა პროგრამა IV-თან დაკავშირებული შესაბამისობის კრიტერიუმების შესრულებაში.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა მინისტრის მოადგილეს შეკითხვები დაუსვეს და საინტერესო შეხვედრისათვის მადლობა გადაუხადეს.  გრონინგენის უნივერსიტეტის მაგისტრანტებთან შეხვედრა ტრადიციულად ყოველ წელს იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics