07:46 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 15:12:03, 364 ნახვა

პოლიტიკა
ომარ ნიშნიანიძე: ესღა გვაკლდა უსუფაშვილმა დაგვიკომპლექტოს პარტიული სია

ესღა გვაკლდა, რომ დავით უსუფაშვილმა დაგვიკომპლექტოს ,,ქართული ოცნების“ პარტიული სია, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ნიშნიანიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის უცნობია, თუ ვის გულისხმობდა პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნული განცხადების გაკეთებისას.

"ესღა გვაკლდა, რომ დავით უსუფაშვილმა დაგვიკომპლექტოს "ქართული ოცნების“ პარტიული სია. უსუფაშვილმა, ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანმა, "რესპუბლიკური პარტიის" პარტიულ სიას მიხედოს. როგორმე მოვაგვარებთ ჩვენ ,,ქართული ოცნების“ პარტიულ სიას. მე არ ვიცი, ვინ იგულისხმა უსუფაშვილმა ამ შემთხვევაში, თუმცა მე, ომარ ნიშნიანიძეს, ეროვნული მოძრაობიდან მოსულს, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არაფერს ცუდს   "ოცნებას", პარტიას, მოძრაობას არ ვუკეთებთ. შეიძლება, უსუფაშვილმა ვინმე კონკრეტულად იგულისხმა. არა მგონია, რომ  მე და ჩემი მეგობრები გვიგულისხმა“, - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში გასათვალისწინებელ "სამ მცირე“ პრობლემაზე ბრიუსელში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. ასეთ პრობლემებად უსუფაშვილმა გეოპილიტიკური ვითარება, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელთა მცდელობები და "ქართული ოცნების" ზოგიერთი წევრის, "არცთუ ნორჩი ლენინელებისა და სტალინელების" განცხადებები დაასახელა.

"ბევრია  გასაკეთებელი,  რათა ყველამ მკაფიოდ დაინახოს, რომ „ქართული ოცნების“ ზოგიერთი, არცთუ ნორჩი „ლენინელების“ და „სტალინელების“ განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის პოზიციას",- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics