07:47 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 19:32:57, 458 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: "ოცნების" ზოგიერთი ლენინელის თუ სტალინელის განცხადებები ვიზალიბერალიზაციაში ხელს გვიშლის

"ქართული ოცნების" ზოგიერთი ლენინელის თუ სტალინელის განცხადებები ვიზალიბერალიზაციაში ხელს გვიშლის" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

უსუფაშვილმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში არსებულ სამ პრობლემაზე ისაუბრა, მისი თქმით, სამიდან ერთ-ერთი ”ქართული ოცნების” არც თუ ნორჩ ლენინელსა თუ სტალინელს” უკავშირდება, რომელთა ზოგიერთი განცხადება ბრიუსელში ხვდებათ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება. უსუფაშვილმა დასძინა, რომ მათი მიზანია ამ საკითს სათანადოდ გაუმკლავდნენ.

"არის სამი მცირე პრობლემა, რომელსაც გათვალისწინება სჭირდება. პირველი ეს არის ის გეოპოლიტიკური ვითარება, რაც შექმნილია რეგიონში და ზოგადად ევროპაში. ის კრიზისი, რაც გამოწვეულია არა საქართველოს გამო და არა საქართველოს მიერ, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას მიმდინარე პროცესებზე. მეორე მცირე პრობლემა, რაც გვაქვს, ეს არის ყოფილი ხელისუფლების, სააკაშვილის გუნდის ერთი ნაწილის მცდელობა რომ ევროპარლამენტში, კერძოდ ”სახალხო პარტიის” წარმომადგენელთა ერთ ნაწილთან ჰქონდეს იმ ტიპის შეთანხმება, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიებას საქართველოში ”ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს და მესამე მცირე პრობლემა, რომელიც ჩვენ გაქვს არის ის, რომ ”ქართული ოცნების” ზოგიერთი არც თუ ნორჩი ლენინელი თუ სტალინელი მართლა გვიქმნის პრობლემას, იმიტომ რომ ბევრი მათი განცხადება გვხვდება აქ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ სამივე მცირე საკითხს გავუმკლავდეთ სათანადოდ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics