|
2016-04-26 17:42:07, 1323 ნახვა
რეგიონი
ჩერნობილის ტრაგედიიდან 30 წლისთავი ნიკოლაევის მოსახლეობასთან ერთად აჭარის დელეგაციის წევრებმაც აღნიშნეს
ჩერნობილის ტრაგედიიდან 30 წლისთავი დღეს ნიკოლაევის მოსახლეობასთან ერთად აჭარის დელეგაციის წევრებმაც აღნიშნეს. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაცია ტრაგედიის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას დაესწრო და პატივი მიაგეს დაღუპულთა გმირობასა და ხსოვნას. ზუსტად 30 წლის წინ, მსოფლიოში არნახული კატასტროფა დატრიალდა, რომლის შემდეგაც დროის ათვლა განისაზღვრა ტრაგედიამდე და მის შემდეგ პერიოდად. ათასობით ადამიანი თავისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად დაიძრა უკრაინისკენ, რომ კატასტროფის ლიკვიდაციაში ჩართულიყვნენ და ევროპისთვის რადიაციის გავრცელების საშიშროება თავიდან აეცილებინათ. სწორედ მათ, უშიშრად შესძლეს გადაერჩინათ მსოფლიო გამანადგურებელი კატასტროფისაგან. ჩერნობილის კატასტროფა არის თანამედროვე მსოფლიოს ტრაგედია, რომელსაც უკურეაქციის გარეშე არ ჩაუვლია. აფეთქების შედეგები დღემდე იჩენს თავს საზაოგადოების სხვადასხვა სფეროში ურთულესი დაავადებებისა და ანომალიების სახით. მათი გადაჭრა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების, მსოფლიო საზოგადოების ერთიანი ძალითა და თანადგომითაა შესაძლებელი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)