11:00 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 15:29:50, 514 ნახვა

საზოგადოება
სტუდენტებმა აღსრულების ეროვნულ ბიუროში 5 დღიანი ტრენინგი გაიარეს

აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს ორგანიზებით გამართული 5 დღიანი ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. 

ზოგადი კურსი აღსრულების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 20-მა სტუდენტმა 18-დან 22 აპრილამდე გაიარა. 

სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. სემინარების ფარგლებში ისინი გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების ორგანოების სტრუქტურას, მათ სამართლებრივ სტატუსსა და კომპეტენციას; სააღსრულებო წარმოების მონაწილეებს და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; აღსრულების შედეგებს. გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები. 

მომავალი იურისტებმა მოისმინეს პრეზენტაციები აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების შესახებ, მათ შორის: მოვალეთა რეესტრი, ელექტრონული აღსრულება, ფაქტების კონსტანტაცია. 

პროექტის მიზანია სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა.
ტრენინგებს სააღსრულებო თემატიკაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები: ნინო გოგელაშვილი, სოფიო ქურთაული, გოგა გერგედავა, მარიამ კლდიაშვილი, დავით ტატიშვილი, მარიამ მოთიაშვილი, ლევან აფხაზავა და ანა ნებიერიძე უძღვებოდნენ.

აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო სისტემის თემატიკაზე მომავალ იურისტებთან ტრენინგებს მომავალშიც განაგრძობს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რუსმა პროპაგანდისტმა სალავიუვმა იტალიის პრემიერ მელონის, ძუკნა ქალი უწოდა, რომმა ელჩი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics