06:12 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 22:20:34, 400 ნახვა

პოლიტიკა
ნიდერლანდები მზად არის მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციის პროცესში

ჰააგაში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო ჰოლანდიური მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიმ გეერტსი.

კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის  აქტუალური საკითხები,  ხაზი გაესვა პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს საგარეო პოლიტიკის  პრიორიტეტებს, კერძოდ, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ბოლო პერიოდში მიღწეულ წარმატებებსა და ამ კუთხით ნიდერლანდების სამეფოსთან აქტიური თანამშრომლობის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ეკონომიკური და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურების კუთხით. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის შესაბამის რეგულაციაში საქართველოს სასარგებლოდ ცვლილებების დროულად შეტანის აუცილებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჰოლანდიურმა მხარემ გამოხატა სრული მზადყოფნა, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციის პროცესში.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რეგიონში მიმდინარე პროცესები და საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარი აქტუალური საკითხები. ჰოლანდიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა იმუშაონ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიმართულებით. ხაზი გაესვა რეგულარული ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის აუცილებლობას. ნაცვალგების პრინციპით,  კონსულტაციების  მომდევნო რაუნდი თბილისში გაიმართება.

ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ მონაწილეობა მიიღო კლინგენდაილის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში - „საქართველოს ევროპული გზა - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები". შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, ევროპული ინტეგრაციის მიმდინარეობაზე, საქართველოში არსებული უსაფრთხოების საკითხებსა და ვარშავის ნატო-ს სამიტის  მოლოდინებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას წამყვანი ჰოლანდიელ ექსპერტები ესწრებოდნენ. 

ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წარმომადგენლებთან. მინისტრის მოადგილემ ამომწურავი ინფომრაცია მიაწოდა ჰოლანდიელ პარლამენტარებს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების შესახებ. ასევე, ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში  არსებული  ვითარების და რუსეთთან ურთიერთობების შესახებ.

ნიდერლანდების სამეფოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სამუშაო ვიზიტით 25-26 აპრილს ეწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics