20:40 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 18:08:53, 3004 ნახვა

კულტურა
ხიდი ნიუ-იორკსა და თბილისს შორის - ჰოერლე-გუგენჰაიმის გალერეის ნამუშევრები თბილსშია

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ფილიპ ჰოერლე-გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების გალერეის ნამუშევრების პრეზენტაცია შედგა. მოდერნისტული არტის გალერეის კურატორი და დამფუძნებელი საქართველოში მეორედ ჩამოვიდა და ხელოვნების მოყვარულებს გამოფენა სახელწოდებით“თანამედროვე ხიდი“ თავად წარუდგინა. 

2014 წელს ნიუ იორკში დაარსებული ფილიპ ჰოერლე გუგენჰაიმის მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების გალერეა წარმოაჩენს თამამ, მუშაობის პროცესზე ორიენტირებული მხატვრების ნამუშევრებს.  ამბიციური და მრავალფეროვანი გამოფენები ხაზს უსვამს ესთეთიკისა და კონცეპტუალურობის მნიშვნელობას. მისი გალერეა მასპინძლობს თანამედროვე ხელოვნების ისეთ გავლენიან ფიგურებს, როგორიცაა ენდი ვორჰოლი და ჯონ ლენონი. წარმოშობით ფრანგმა ჰოერლე გუგენჰაიმმა, მოდერნისტული ხელოვნების გალერეა 2014 წელს ნიუ-იორკში დაარსა. გალერეის მიზანი — საერთაშორისო პროგრამის განვითარებაა. „ჩვენი მთავარი მისიაა  აღმოვაჩინოთ დამწყები მხატვრები და მათი ნამუშევარი უკვე კარგად ცნობილი მხატვრების გვერდით გამოვფინოთ. ასეთმა განსხვავებულმა ხედვამ, ჩვენს  გალერეას წარმატება მოკლე დროში მიუტანა“, - ამბობს გალერეის კურატორი. არტ-ბიზნესის პარალელურად ის, საქველმოქმედო საქმიანობითაც არის დაკავებული.

„სილქ როუდ ჯგუფის“ ინიციატივით ნიუ-იორკიდან საქართველოში ჩამოტანილი იქნა მასიმო აგოსტინელის, ვილიამს კორმონას, ფრანც კლაინზეკის, კონორ მაქქრიდის, ნუნსიო პაცის, ჟან მიგელ პალაციოს, აბფულა ქანდილის, ნელსონ საიერსის, მაიქლ ტურჩინის, დომინგო ზაპატას და მაქს ვიდემენის  25 ნამუშევარი.  მრაგავლფეროვანი  ტექნოლოგიით შესრულებული მათი ნამუშევრები ამშვენებს სხვადასხვა ქალაქების პრესტიჟულ საგამოფენო სივრვეებს. მათი შემოქმედებით კრისტის და სოთბის აუქციონებიც ინტერესდებიან.

(ჰუან მიგელ პალაციო. ფოტოს ავტორი - ლევან ლეკო ჭყონია)

თბილისში გამართულ პრეზენტაციას ასევე დაესწრო ეპანელი ხელოვანი ჰუან მიგელ პალაციო, რომლის მუშაობის განსხვავებული ფერწერული მანერა არტ კრიტიკოსების მსჯელობის საგანია. ინდივიდუალური ტექნიკის განვითარება მან ათი წლის წინ დაიწყო.  

გამოფენა-გაყიდვა სასტუმრო რადისონში ორი კვირა გაგრძელდება,  შემდეგ კი მისი ნახვა მსურველებს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლი-მუზეუმში შეეძლებათ. 

(ჰოერლე გუგენჰაიმი-გალერეის კურატორი გიორგი რამიშვილი-სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი ფოტო ლევან ლეკო ჭყონია)

უახლოეს მომავალში იგეგმება ჰოერლე-გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების გალერეის გახსნა თბილისში. „ეს გამოფენა პირველ რიგში თბილისის და ნიუ-იორკის მოდერნ არტის კუთხით დაახლოების მცდელობაა. მოგეხსნებათ, რომ ჩვენი კომპანია ავითარებს ვარდების მოედანს და სწორედ ვარდების მოედანზე იგეგმება გუგენჰაიმის გალერეის გახსა. თანამშრომლობის მემორანდუმს ჩვენ ფილიპთან  ერთად მოვაწერეთ ხელი“, - განაცხადა „სილქ როუდ ჯგუფის დამგუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics