07:01 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 17:19:28, 719 ნახვა

სამართალი
ბაღდათის გამგებელი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ სსიპ ,,თვითმმართველი ერთეული ბაღდათის მუნიციპალიტეტმა" 2015 წლის 26 თებერვალს გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ბაღდათი - ზეგანი -  საკრაულას დამაკავშირებელი გზის ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე, რომელშიც გაიმარჯვა შპს ,,ქვენიფნელმა“ და რომელთანაც  ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2015 წლის 20 აპრილს, 950 000 ლარის სამუშაოების შესრულებაზე N48 ხელშეკრულება გააფორმა.

"შპს „ქვენიფნელის“ მიერ  სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ, ზემოხსენებული სამუშაოების საბოლოო მიღება - ჩაბარება მოახდინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, კერძოდ, ასფალტის სამუშაოების უხარისხოდ და სტანდარტებთან შეუსაბამოდ შესრულების თაობაზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, მან შესრულებული სამუშაოების საბოლოო მიღება - ჩაბარება განახორციელა ერთპიროვნულად, მიღება - ჩაბარების მუდმივმოქმედი კომისიის გვერდის ავლით და შპს „ქვენიფნელს“ გადაურიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისათვის გადასახდელი მთლიანი თანხის დარჩენილი ნაწილი 227 654,80 ლარი, რაც გაფლანგა.

გამოძიება გრძელდება ირაკლი გეგეშიძის მიერ შპს „ქვენიფნელთან“ წარმოებული ანგარიშსწორების მიზანშეწონილობის შემოწმების მიზნით, რის შემდეგაც გამორიცხული არ არის გაიზარდოს გაფლანგული თანხების ოდენობა.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარეობს  (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 დან 11  წლამდე)",-აცხადებენ სუს-ში.

გამოძიებას  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics