|
2016-04-25 14:01:40, 813 ნახვა
ეკონომიკა
საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
სასტურმო Tbilisi Rooms Hotel-ში პროექტის "საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კომპანია - გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო" E 60 პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ჩქაროსნული გზის - E 60 ავტომაგისტრალის ევროპული სტანდარტებთან ჰარმონიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. მისი მიზანია, გზის მომხმარებლის ჩართულობით, საგზაო უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების მიღწევა. კერძოდ: E 60 თბილისი-ფოთის მაგისტრალზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გადაღლილ და ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევების შემცირება; მაგისტრალზე დასახლებულ ადგილებსა და ავტობუსის გაჩერებებთან, ასევე მიმდებარედ მცხოვრები ქვეითებისათვის უსაფრთხო გადაადგილების მიღწევა. პროექტის ფარგლებში, საგზაო უსაფრთხოების რისკ-ფაქტორების შესახებ საინფომრაციო შეხვედრებსა და ტრენინგებში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 700 მძღოლი (სატრანზიტო გადამზიდავები,საქალაქთაშორისო სამგზავრო ავტოტრანსპორტის მძღოლები) და მაგისტრალის მიმდებარედ დასახლებებში არსებული სკოლების 1300 მოსწავლე; საინფორმაციო მასალები დაურიგდება დაახლოებით 40.000 ადამიანის; შესაბამი ინფორმაცია ფართო საზოგადოებას პერიოდულად ცენტრალური და რეგიონული ტელევიზიების საშუალებით მიეწოდება. "ჩვენ უკვე გავხსენით 140 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის. მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 100 კმ-ზე და უმაკლეს ვადებში უნდა გაიხსნას. ჩვენ მივიღებთ საქართველოში აღმოსავლე-დასავლეთის სრულ ჩქაროსნულ მაგისტრალს. ეს კეთდება იმისათვის, რომ ტრანზიტის მოცულობა გაიზარდოს. ასევე გადაადგილება გახდეს რაც შეიძლება სწრაფი. ასევე არ გვინდა უსაფრთხოება დავივიწყოთ. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ სიჩქარის ზრდასთან ერთად სამწუხაროდ მატულობს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობაც. გვინდა ცნობიერების ამაღლება, დარიგდება ფლაერები, ჩატარდება ტრენინგები და ა.შ.", - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ. E 60 ჩქაროსნულ გზატკეცილზე ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას, "გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო E 60, საქართველოს რეგიონული განვიტარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეტით, ტენდერით შერჩეული ორგანიზაცია - ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ახორციელებს. პროექტის პრეზენტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე, საქართველოს შინაგანსაქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მსოფლიო ბანკისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)