06:14 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 13:37:08, 413 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ ტერიტორიების დაბრუნებაში დახმარებით, რეგიონში მეგობრებს შეიძენს

საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება პასპორტის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით და ამით უნდა დაჩქარდეს მოქალაქეების (უვიზო) მიმოსვლა შენგენის სივრცეში - ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა RFI-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან კავშირების განმტკიცების მიზნით მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქათველოს საგარეო პოლიტიკისათვის ასევე არანაკლებ საკვანძოა ორმხრივი ურთიერთობები.

რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ალბათ, ვიდრე ევროკავშირის შორეული წევრობა, საქართველოს უფრო დიდი მიზანია, გახდეს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის - NATO-ს შემადგენელი ნაწილი.

2002 წელს პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ NATO-ს წევრობა იყო საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საბოლოო მიზანი. თუმცა, 2008 და 2014 წლებში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP - გზა, რათა გახდე დასავლური თავდაცვის ორგანიზაციის ნაწილი) მიუღებლობა იყო რეგრესი ამ გზაზე.

თუმცა, RFI-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 2014 წელს ქვეყანას ალიანსის სტანდარტებთან ყველაზე თავსებადი სამხედრო ძალების მქონე NATO-ს არაწევრი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს. ქართველი სამხედროები მონაწილეობენ NATO-ს ოპერაციებში ავღანეთში, ისევე როგორც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში.

რუსეთმა - (განაცხადა პრეზიდენტმა) - უნდა გაიაზროს, რომ საქართველოსათვის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების მშვიდობიანი გზით დაბრუნებაში დახმარებით, ის შეიძენს მეგობრებს რეგიონში. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიზისის ერთადერთი გადაწყვეტა დიპლომატიაშია და არა ომში.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ როლში, რომელიც საქართველოს, როგორც აზიასა და ევროპას შორის ცენტრს შეუძლია შეასრულოს; ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსა დენითა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წყალობით, რომელიც მალე შევა ექსპლუატაციაში, ჩინეთი და ცენტრალური აზია დაუკავშირდება ევროპას.

პრეზიდენტის პირადი განცხადებით, ქსოვა - მისი გასაოცარი ჰობი, მან მოწევისათვის თავის დანებების მიზნით, როგორც „დრამატული ძალისხმევის ნაწილი" გამოიყენა. თუმცა, პრეზიდენტმა ასევე გააფრთხილა სხვა მწეველები, რომ „ეს მათ ვერ დაეხმარებათ", -ნათქვამია RFI-ის ინტერვიუს საიტზე განთავსებულ სტატიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics