|
2016-04-25 12:30:35, 607 ნახვა
საზოგადოება
თბილისში შშმ პირებზე ადაპტირებული მოსაცდელების დამონტაჟება იგეგმება
„დედაქალაქის მასშტაბით, 700 ახალი მოსაცდელი დამონტაჟდება“, - ამის შესახებ აუქციონში გამარჯვებული კომპანიის „ალმა ტრანსპორტის“ ხელმძღვანელმა გიორგი ტრაპაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, 250 მოსაცდელი იქნება პრემიუმ ტიპის, 350 მედიუმ ტიპის, ხოლო 100- ნორმალ კლასის. ამასთან, ტრაპაიძის განმარტებით, თითოეული მოსაცდელი მოეწყობა ისე როგორც თითოეული შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირს ეტლით შეეძლებათ 360 გრადუსით ტრიალი. „250 იქნება პრემიუმ ტიპის მოსაცდელი, 350 მედიუმ ტიპის, ხოლო 100 ნორმალ კლასის. 250 პრემიუმ ტიპის მოსაცდელიდან არანაკლებ ასზე დამონტაჟებული იქნება ლედ-ეკრანი, რომელზეც განთავსდება თბილისის მერიის მიერ მოწოდებული პროგრამა, რაც გულისხმობს თბილისის რუკების და სხვა ინფორმაციის გაშვებას ამ ეკრანებზე. გარდა ამისა თითოეული მოსაცდელი მოეწყობა და გაჩერება იქნება მოსახერხებელი შშმ პირებისთვის. ეტლს შეეძლება 360 გრადუსით ტრიალი. ამას გარდა, თითოეული მოსაცდელის გვერდი იქნება დამონტაჟებული ოპტიმალურ ზონებში და სტანდარტებში, რომელიც მიღებულია აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში. ეს გულისხმობს იმას, რომ მგზავრი დაცული იქნება წვიმისგან და ქარისგან. ამავდროულად შეეძლებათ დაინახონ მომავალი ტრანსპორტი“, - განაცხადა ტრაპაიძემ. ცნობისთვის, თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით ავტობუსების მოსაცდელი კონსტრუქციების განთავსების მიზნით 700 ადგილი შეარჩია. მიწის იჯარით გაცემის შესახებ აუქციონი 25 აპრილს გამოცხადდა და 4 აპრილს დასრულდა. აუქციონში გამარჯვებული კომპანია „ალმა ტრანსპორტი“ მოსაცდელების მონტაჟს 40 დღეში დაიწყებს და 2017 წლის მაისამდე დაასრულებს.
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)