2016-04-23 22:06:27, 607 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის დევნილთა ახალ ჩასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. შეხვედრისას დევნილებმა მთავრობის თავმჯდომარეს საკუთარი პრობლემები გაუზიარეს, ხოლო ვახტანგ ყოლბაია მათ დახმარებას დაპირდა.
დევნილებთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა ამპუტანტ ფეხბურთელთა მატჩი, რომელშიც აჭარისა და იმერეთის ფეხბურთელები იღებდნენ მონაწილეობას. მატჩი იმერეთის გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულ სპორტსმენებს თასები და დიპლომები ვახტანგ ყოლბაიამ გადასცათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან