06:12 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-23 17:08:53, 395 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: საფრანგეთში ვიზიტი იყო საჭირო და წარმატებული

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართულ დელეგაციასთან ერთად საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი დღეს დაასრულა.

ქვეყნის პირველმა პირმა მედიასთან ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფრანგ კოლეგასთან შეხვედრა შეაფასა.

"ეს იყო უაღრესად საჭირო ვიზიტი და ამავე დროს წარმატებული. მინდა მოგახსენოთ პირველ რიგში, რომ საფრანგეთთან ორმხრივი ურთიერთობა ვითარდება უაღრესად დინამიურად და პოზიტიურად. ფრანგი ხალხი და საფრანგეთის მთავრობა საქართველოსა და ქართული სახელმწიფოს გვერდით დგას და ეს არაერთხელ გამოჩნდა.

აგრეთვე ორმხრივი ურთიერთობების გარდა მნიშვნელოვანი იყო იმ ახალ ნაბიჯებზე საუბარი, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ეს არის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციისათვის გადასადგმელი ნაბიჯები. ამ თვალსაზრისით, ჩვენ მიერ წარმოებული შეხვედრები და მოლაპარაკებები იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, ჩვენ ასე ვთქვათ ბოლომდე გავაცანით ჩვენი პოზიცია, ვისაუბრეთ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და დავინახეთ რომ, როგორც პრეზიდენტთან, ასევე სენატში არის სრული კეთილგანწყობა და მზაობა, რომ საქართველომ გადადგას ეფექტური ნაბიჯები.

ვიზების ლიბერალიზაცია იყო ერთერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც არის, მაგრამ ეს არის პირველი გადასადგმელი ნაბიჯია. ამ მხრივ მე მინდა გითხრათ, რომ აქ ჩამოსულს დამხვდა ძალიან ეფექტური მუშაობა უკვე რომელიც გასწია ქართულმა მხარემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მუშაობის თვალსაზრისით. ამის თაობაზე ბოლომდეა ინფორმირებული  ფრანგული მხარე და პრეზიდენტ ოლანდთან შეხვედრის დროსაც ამაზე იყო ხაზი გასმული. არის სრული გაგება იმ ძალიან სერიოზული მუშაობის, რომელიც გასწია ქართულმა მხარემ. მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი ნაბიჯებიც ადეკვატური იქნება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics