|
2016-04-23 15:56:25, 1312 ნახვა
რეგიონი
აჭარაში აწჰეს-ის ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაცია განხორციელდა
„ენერგო-პრო ჯორჯიამ" აჭარაში აჭარის წყლის ჰიდროელექტროსადგურის ჰიდროაგრეგატის სრული განახლება წარმატებით დაასრულა. ჩატარებული სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ სურმანიძემ, „ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბორცვაძემ და „ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ რეგიონალური სამსახურის დირექტორმა კახა ქიტესაშვილმა მოინახულეს. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელთა შედეგად ჰესის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა 16 მგვტ-დან 18,4 მგვტ-მდე. რეკონსტრუქციის პროექტი დაიწყო 2014 წლის მიწურულს და დასრულდა მიმდინარე წლის მარტში. კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 12 მლნ. ლარამდე. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სრულიად შეიცვალა ტურბინა და გენერატორი, დამონტაჟდა თანამედროვე მართვისა და მონიტორინგის სისტემა, აგრეთვე, თანამედროვე ციფრული სარელეო დაცვები, განხორციელდა ჰიდროაგრეგატის დეტალებისა და კვანძების რეკონსტრუქცია. „აწჰესზე განხორციელებული სამუშაოები მეტად მნიშვნელოვანია, რადგან განხორციელებულმა პროექტმა მოგვცა საშუალება რეალურად გაგვეზარდა ჰესის დადგმული სიმძლავრე და რაც მთავარია, წლიური საპროექტო გამომუშავება, რაც თავის მხვრივ ხელს უწყობს ენერგოქსელში დამატებითი სიმძლავრეების მიწოდებას. დამატებით გამომუშავებული ელექტროენერგია კი ჩაანაცვლებს იმპორტირებული, ძვირადღირებული ელექტროენერგიის გარკვეულ ნაწილს", - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას" ჰიდროენერგო დეპარტამენტის ექსპლუატაციის, პროფილაქტიკისა და დიაგნოსტიკის განყოფილების უფროსმა ლევან საჩალელმა. როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, აწჰეს-ი აჭარის რეგიონში ჰიდროელექტროსადგურის წარმატებული მუშაობის მაგალითი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)