|
2016-04-23 13:32:48, 525 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია: მერიაში გარკვეულ ცვლილებებს არ გამოვრიცხავ
„არ გამოვრიცხავ, რომ მერიის სისტემაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ სამგორის რაიონის გამგებლის, მამუკა ჩოქურის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, მისთვის თანამდებობის დატოვების განცხადებით ჯერჯერობით არავის მიუმართავს. „თანამდებობის დატოვების განცხადებით ჯერჯერობით არავის არ მოუმართავს. თუმცა დროთა განმავლობაში ეს ბუნებრივი პროცესია. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცვლილებები იყოს მერიის სისტემაში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ამასთან, თბილისის მერმა სამგორის რაიონის გამგებლის შვებულებაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. ცნობისთვის, გავრცელდა ინიფორმაცია, რომ სამგორის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა კორუფციაში ბრალდების გამო თანამდებობა დატოვა.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)