17:21 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-23 11:48:19, 536 ნახვა

საზოგადოება
​​ცხოველთა სასაკლაოებში საფრთხის ანალიზის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით ტრენინგები მიმდინარეობს

ცხოველთა სასაკლაოებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების  HACCP-ის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით სასტუმრო „ჰოლიდეი ინში" ბიზნესოპერატორებისთვის  ტრენინგი ჩატარდა. 

სასწავლო პროგრამა  სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) "სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს"   (REAP) შორის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია სასაკლაოებში სურსათის უვნებლობის თანამედროვე სისტემის დანერგვა, რაც შიდა საწარმოო პროცესის კონტროლს და ბიზნესის რისკების შემცირებას გულისხმობს. ტრენინგები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

ცხოველთა სასაკლაოებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების  HACCP-ის სისტემის დანერგვა სავალდებულოა სასაკლაოებისთვის. ამ მიზნით სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს" (REAP) შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი მიმდინარე წლის მარტში  გაფორმდა.

HACCP საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას გულისხმობს. HACCP ეფუძნება 7 ძირითად პრინციპს: საფრთხის ანალიზის ჩატარება; კრიტიკული საკონტროლო წერტილების დადგენა; კრიტიკული ზღვრების დაწესება; მონიტორინგის პროცედურები; მაკორექტირებელი ქმედებები; გადამოწმება; ჩანაწერების წარმოება.

HACCP-ის სისტემის გამოყენება ზრდის მომხმარებლის ნდობას წარმოებული სურსათისადმი და განაპირობებს პროდუქციის კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics