|
2015-02-21 12:19:34, 546 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო მეწარმეებს სოფლის მეურნეობის სექტორში თანადაფინანსების ახალ პროექტს სთავაზობს
სახელმწიფო მეწარმეებს სოფლის მეურნეობის სექტორში თანადაფინანსებას კიდევ ერთ პროექტთან დაკავშირებით სთავაზობს. პროექტის „დანერგე მომავალი“ პრეზენტაცია სასტუმრო „რადისონში“ მიმდინარეობს. როგორც პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, პროექტი სასოფლო-სამეურნეო მიწების მაქსიმალურად ათვისებას და მიზნობრივად გამოყენებას ისახავს მიზნად. „დღეს ვიწყებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ეს პროექტი მიზნად ისახავს ჩვენ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწების მაქსიმალურად ათვისებას და მიზნობრივად გამოყენებას. პროექტი ითვალისწინებს 2 კომპონენტს: ერთი გახლავთ მრავალწლიანი კულტურების - ბაღების გაშენება, ხოლო მეორე - სანერგე მეურნეობების მოწყობა. სათანადო კრიტერიუმების და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსების პრინციპით დაეხმარება მეწარმეებს ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობის შექმნის ხარჯების დაფინანსებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მართლაც წარმატებული პროექტი, რომელიც ჩვენმა მთავრობამ ბოლო 2 წლის განმავლობაში განახორციელა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ეს პროექტიც ასევე ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და საშუალებას მისცემს ჩვენს მეწარმეებს და ფერმერებს, აწარმოოს ისეთი ხარისხის პროდუქცია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე თამამად გაუწევს კონკურენციას იმპორტირებულ პროდუქციას და ამასთან ერთად გაიზრდება ჩვენი ქვეყნის აგრარული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, პროექტი ახალი საწარმოების და მათი საშუალებით სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. „მოგეხსენებათ, რომ საქართველომ უკვე მოიპოვა გასასვლელი ევროპის 500 მილიონიან ბაზარზე და სულ უფრო მეტი შესაძლებლობები ჩნდება იმისთვის, რომ ხარისხიანმა ქართულმა პროდუქციამ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს ევროპის ბაზარზეც. მე იმედი მაქვს, რომ ამ პროექტის განხორციელება, ახალი საწარმოების შექმნას შეუწყობს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საწარმოები მთლიანად ადგილობრივ ნედლეულს გამოიყენებენ. რაც შეეხება წარმოებულ პროდუქციას, მისი რეალიზაცია მოხდება როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. გარდა იმისა, რომ ამ საწარმოების საშუალებით, ადგილობრივები შეძლებენ თავიანთი მოსავლის სრულად რეალიზებას, ყოველი ასეთი ახალი საწარმოს გახსნა ახალ სამუშაო ადგილებს მოიტანს ქვეყანაში. ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახალი პროექტის ბენეფიციარები სახელმწიფოსგან კვალიფიციურ დახმარებას მიიღებენ. „ჩვენ იმაზეც ვიზრუნეთ, რომ ახალი პროექტის ბენეფიციარებმა მიიღონ კვალიფიციური დახმარება სახელმწიფოსგან. მათ ამ დახმარებას გაუწევს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელიც გასულ წელს, მთავრობის ხელშეწყობით შევქმენით. ცენტრი მუშაობს სოფლის მეურნეობის დარგში მოსავლიანობის ზრდის საკითხებზე და მისი მიზანია მეცნიერულ დონეზე გააანალიზოს და გადაჭრას არსებული პრობლემები. ასევე დანერგოს თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიები და სხვადასხვა მეთოდოლოგია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)