06:54 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 19:36:26, 720 ნახვა

სამართალი
სამხარაძე რამიშვილზე: აქვს მცდელობა, აქცენტები გადაიტანოს საკუთარი ამორალური საქციელიდან

"აქვს მცდელობა, აქცენტები გადაიტანოს საკუთარი ამორალური საქციელიდან" - ასე შეაფასა თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილის დღევანდელი პრესკონფერენცია. 

განცხადებაში, რომელიც სამხარაძემ "ფეისბუკის" გვერდზე გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ის [თათია სამხარაძე] არ არის “შალვა რამიშვილის იმედიდან მოშორების” იაფასიანი გეგმის ნაწილი. მისი თქმით, რამიშვილი მასზე სექსუალური ხასიათის შევიწროვებას ახორციელებდა. 

"ექსპრესნიუსი" თათია სამხარაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ შალვა რამიშვილის მიერ პრესკონფერენციაზე და მანამდეც, არაერთხელ გაჟღერებული ვერსია, თითქოს მისი იმედიდან “მოშორება” რაიმე სახით უკავშირდება ვინმე კონკრეტული პირების პოლიტიკურ ინტერესებს ან მასსა და “იმედის” გენერალურ დირექტორ, გიორგი ბახტაძეს შორის წარმოშობილ უთანხმოებას, არის მხოლოდ და მხოლოდ რამიშვილის მცდელობა, აქცენტები გადაიტანოს საკუთარი ამორალური საქციელიდან. 
მსურს საზოგადოებას განვუმარტო, რომ მე არ ვარ “შალვა რამიშვილის იმედიდან მოშორების” იაფასიანი გეგმის ნაწილი, როგორც ამას შალვა რამიშვილი ყველა სატელევიზიო ეთერით ამტკიცებს. 
შალვა რამიშვილი ახორციელებდა სექსუალური ხასიათის შევიწროვებას ჩემს წინააღმდეგ და ამ სიმართლეს მე სასამართლოში დავამტკიცებ. 
აქვე მინდა განვმარტო, რომ გიორგი ბახტაძე ვერ დააშანტაჟებდა შალვა რამიშვილს, ვინაიდან მე გიორგი ბახტაძისთვის აუდიო ჩანაწერი არ გადამიცია. 
გაცნობებთ, რომ მე და ჩემი ადვოკატები ისევ ველოდებით სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რის შემდეგაც სარჩელი შალვა რამიშვილის წინააღმდეგ აუცილებლად შევა სასამართლოში." - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, დღეს შალვა რამიშვილმა პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია "იმედი" ზეპოლაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მას აიძულებდნენ მურუსიძის ეთერში მოწვევას. რამიშვილის განცხადებით, "ტელეიმედს"  ჰყავს ფიქტიური მმართველი გიორგი ბახტაძე და ფაქტობრივი მმართველი ირაკლი რუხაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics