08:15 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 15:44:06, 640 ნახვა

ეკონომიკა
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ლოს-ანჯელესში პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაცია გრძელდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით აქტიურად დაიწყო ახალი, კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაცია.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროდან აცნობეს, 20-21 აპრილს ქართული დელაგაციის წევრებმა ლოს-ანჯელესის კინოინდუსტრიის  წამყვან წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრები.

უწყების ინფორმაციით, Disney, ParamountPictures, NBC universal, Universalpictures, WarnerBrothers, HBO და Fox  იმ შთამბეჭდავი კომპანიების ჩამონათვალია, რომელთა წარმომადგენლებიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ქეთევან ბოჭორიშვილისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ანა კვარაცხელიას მიერ ლოს-ანჯელესში,   პროგრამის „გადაიღე საქართველოში“  გამართულ პრეზენტაციას დაესწრნენ.

მაღალი დონის გაცნობითი ხასიათის შეხვედრები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით  Motion Picture Association-ის მიერ იყო ორგანიზებული.

ლოს-ანჯელესში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები, მათ შორის კერძო საპროდიუსერო კომპანიები: JTW Metro, MillimeterFilm და ABK communications  სტუმრად იმყოფებოდნენ  დისნეის ოფისში, სადაც შესაძლებლობა მიეცათ გასცნობოდნენ სამუშაო პროცესს, სტუდიოებსა და სცენებს.

21 აპრილსვე, დისნეიმ უმასპინძლა პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პრეზენტაციას, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლები, კონკრეტულად კი MarvelEntertainment, LLC და ABC TelevisionGroup-ის მფლობელები დაესწრნენ, დეტალურად მოისმინეს კომპონენტით გათვალისწინებული პირობები და გაეცნენ საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ცენტრის შესაძლებლობებს. 

აღსანიშნავია, რომ დისნეის მხრიდან კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის მიმართ ინტერესი უკვე გამოითქვა და მათი წარმომადგენლობა საქართველოში უახლოეს მომავალში ვიზიტსაც გეგმავს.

ყველაფერთან ერთად, პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, ლოს-ანჯელესში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გამოფენა, ე.წ. location show, რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს უყრის თავს და საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობაა საკუთარი პოტენციალის წარმოსაჩენად და ამ კუთხით წამყვან კინომწარმოებლებთან კონტაქტების დასამყარებლად.  ასევე, სააგენტოს ორგანიზებით, 25 აპრილს გათვალისწინებულია ჰოლივუდის წამყვანი პროდიუსერების ოფიციალური მიღება, მათი მასპინძლობა და პროგრამის წარდგენა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics