08:16 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 13:00:07, 703 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი კახეთში მომუშავე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

კახეთის რეგიონში მეღვინეობისა და ტურიზმის განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც სამთავრობო უწყებების გარდა, კახეთში მომუშავე ბიზნესის წარმომადგენლებიც შევლენ, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ბიზნესმენებმა მოისმინეს ტურზიმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პრეზენტაცია რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

„კახეთის რეგიონში მეღვინეობისა და ტურიზმის განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც სამთავრობო უწყებების გარდა, კახეთში მომუშავე ბიზნესის წარმომადგენლებიც შევლენ. აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებთან. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის არსებულ ვითარებას და მოამზადებს რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება უფრო მეტად შეეწყოს ხელი ტურიზმისა და მეღვინეობის განვითარებას კახეთის რეგიონში.

შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა მოისმინეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის პრეზენტაცია კახეთში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თანამშრომლობა სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის მნიშვნელოვანია. მან ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ ოთხპუნქტიან გეგმაზე, რომელშიც რეგიონულ განვითარებას ერთერთი ცენტრალური ადგილი უკავია.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, კახეთში მეღვინეობა და ტურიზმის ბიზნესის განვითარება ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

„პრინციპულადაა მნიშვნელოვანი, კახეთში მეტი ვიზიტორი გვყავდეს, რათა მათ ჩვენ ადგილზე შევთავაზოთ ღვინო და ღვინის ტურიზმი განვავითაროთ,“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი განცხადებით, სამუშაო ჯგუფი შეისწავლის, თუ რა დაბრკოლება არსებობს კახეთში ღვინის ტურიზმის უფრო მეტად განვითარების  მიზნით, რომელთა გამოსწორების შემდეგაც კახეთში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს.

შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დისკუსია, რომელზეც გადაწყდა, რომ მომდევნო ანალოგიური შეკრება რამდენიმე კვირაში გაიმართება, რომლის დროსაც კონკრეტულ მიმართულებებზე იქნება საუბარი.

შეხვედრას ბიზნესის წარმომადგენლების გარდა, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ასევე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics