04:40 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 11:57:33, 405 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირი საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებულ რეფორმებს მიესალმება

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მეცხრე რაუნდი გაიმართა, რომელზეც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიმდინარე პროცესები შეაფასეს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის დელეგაცია მიესალმა ქვეყნის პროგრესს ამ კუთხით და მაღალი შეფასება მისცა იმ რეფორმებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელდა.

კერძოდ, ევროკავშირი მიესალმება ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას და აღნიშნავს, რომ ამ კანონით ქვეყანა იღებს პასუხისმგებლობას, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება, განურჩევლად რელიგიის ან რწმენის, რასის, სქესის, ენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და სხვა.

„დელეგაციამ დადებითად შეაფასა ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის კუთხით და მოუწოდა საქართველოს, გააგრძელოს სტამბულის კონვენციის რატიფიცირების პროცესი, გაზარდოს პოლიტიკაში ქალთა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მონაწილეობა. ხაზგასმით აღინიშნა ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული ცვლილებები, კერძოდ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედება და  არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები.

პოზიტიურად შეფასდა, აგრეთვე, მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმები როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყანაში ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარებისათვის. აღინიშნა პროგრესი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში  წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

ევროკავშირის დელეგაციამ მაღალი შეფასება მისცა იუსტიციის მინისტრის ინიციატივას, საქართველოშივე მოგვარდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საქმეები და ეროვნულ დონეზე უზრუნველყოს დანაშაულის მსხვერპლთა ზიანის სწრაფი კომპენსაცია. აღინიშნა ის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც რეპრესიის მსხვერპლთათვის ფინანსური კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებასი.

შემდეგი დიალოგი ადამიანის უფლებების საკითხებზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის თბილისში 2017 წელს გაიმართება.

საქართველო-ევროკავშირის დიალოგის ფორმატი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების ანალიზისა და შეფასების მექანიზმია. ის მონიტორინგს უწევს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას.  მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პროგრესის შეფასებამდე ევროკავშირის დელეგაცია შეხვედრებს მართავს ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics