15:44 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 10:48:28, 632 ნახვა

საზოგადოება
თბილისის აეროპორტში უამინდობის გამო, 4 რეისი გადაიდო

ძლიერი ქარის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 4 რეისი გადაიდო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს, არ შესრულდა სტამბოლიდან თბილისისკენ მომავალი Turkish airlines-ის 3  რეისი, რაც თავად ავიაკომპანიის გადაწყვეტილება იყო, ერთი თვითმფრინავი კი, ძლიერი ქარის გამო აზერბაიჯანში, კერძოდ კი, განჯაში დაჯდა. ამ დროისთვის უცნობია, როდის შესრულდება გადადებული რეისები.

სტამბოლი-თბილისის რეისის გადადების გამო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის  საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში ვერ ჩამოვიდა. როგორც ზაქარეიშვილმა  "რუსთავი2"-ს განუცხადა,  რეისი თბილისში ძლიერი ქარის გამო ვერ შესრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics