15:05 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 20:25:07, 502 ნახვა

სპეციალური ანონსი
22 აპრილის სპეციალური ანონსი

22 აპრილს, 09.00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება. 

22 აპრილს, 11:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროსა და „გლობალური ალიანსის“ ერთობლივი საბჭოს ხელმძღვანელები - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი და „გლობალური ალიანსის“ პრეზიდნეტი ჟან-ელი მალკინი „გლობალური ალიანსისა“ და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივ პროექტებზე ბრიფინგს გამართავენ. მის: აკ. წერეთლის ქ.#144, თბილისი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

22 აპრილს, 11:00 საათზე. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

22 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს უსაფრთხოების და განვითრების ცენტრი საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
საკონტაქტო პირი მაია ჯაფარიძე - 591 07 77 84

22 აპრილს, 11:00 საათზე, “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში” საქართველოს კიბერუსაფრთხოების სივრცის დაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართება.
მის.: მარჯანიშვილის ქ. #16, მე-4 კორპ., I სად. ბინა 2ა

22 აპრილს, 11:30 საათზე, „თიბისი ბანკის“ სათაო ოფისში ფინანსური განათლების შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

22 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N312 

22 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N638

22 აპრილს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით მომზადებულ ივანე ჯავახიშვილის შრომების გამოფენას გამართავს.
მის: უნივერსიტეტის ქ. №11, თსუ ბიბლიოთეკა

22 აპრილს, 12: 00 საათზე, თბილისის იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს „საარჩევნო სიების სრულყოფის" პროექტის ფარგლებში  მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშს წარუდგენს. მის: სანაპიროს #2

22 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N331

22 აპრილს, 13:00 საათზე, სასტუმრო Tbilisi Marriot-ში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და IDS ბორჯომი საქართველოს შორის პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება. 

22 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, დედამიწის დღე აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც დაგეგმილია მოხალისოებრივ-საგანმანათლებლო აქტივობები.
საკონტაქტო პირი გია გაბრიჭიძე 555 59 16 68

22 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

22 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი

22 აპრილს, 15:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში, ბავშვზე ზრუნვის რეფორმის ფარგლებში გაიმართება პროექტის პრეზენტაცია - „ყველა ბავშვი ოჯახში“, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი დაესწრებიან. მის: აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics