06:33 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 18:00:07, 607 ნახვა

საზოგადოება
თინა ხიდაშელი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის“ გაცნობის მიზნით სტუდენტებთან შეხვედრებს განაგრძობს. თინა ხიდაშელი დღეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრა და სტუდენტებს პროექტის დეტალები პირადად გააცნო. 

როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა სტუდენტებთან სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ საკითხებზეც ისაუბრა.

„სულ უფრო საინტერესო ხდება ეს დისკუსიები. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო. ვფიქრობ, ასეთი თავისუფალი, დებატებისთვის გახსნილი, განსხვავებული აზრების თამამად გამოთქმისთვის მზად მყოფი ახალგაზრდების ყოლა ქვეყნის ყველაზე დიდი პლუსი და წარმატებაა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე ძვირფასი, რაც ჩვენ გვაქვს. პრინციპში, ჩვენ შევთანხმდით, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უნდა იყოს ნომერი პირველი პრიორიტეტი ყველა ჩვენგანისთვის იმ საკეთებელთან ერთად, რომლითაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვართ დაკავებულები“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრმა პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ახალგაზრდები რეზერვის თემის გარდა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გასამკლავებლად საქართველოს მზაობისა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხებითაც დაინტერესდნენ.
ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მობილიზაციისა და რეზერვის სისტემა ეროვნული თავდაცვის სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. 

„შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია“ იქნება პროდუქტი, რომელშიც თანაბრად აისახება სამხედროების ხედვა, როგორი რეზერვი სჭირდება შეიარაღებულ ძალებს და, მოქალაქეების მზადყოფნა, თუ როგორი ფორმით მიიღებენ ისინი მონაწილეობას ქვეყნის თავდაცვაში. სწორედ ამიტომ, კონცეფციის სამუშაო ვერსიას გაეცნობიან არა მხოლოდ სამხედრო თემატიკაზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ, სტუდენტებიც.

საჯარო დისკუსიის მიზანია, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ჯერ საკითხის განხილვაში, შემდეგ კი რეზერვის ორგანიზების პრაქტიკულ ღონისძიებებში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics