2016-04-21 16:51:33, 745 ნახვა
ეკონომიკა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2317 ლარი გახდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.2317 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.2340 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.5236 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.5392 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0156 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან