06:33 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 16:34:00, 611 ნახვა

საზოგადოება
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ იმერეთში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მაშველის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მაგისტრალურიარხის, მეორე და სხვა რიგის გამანაწილებლების96 კილომეტრიანი მონაკვეთის  რეაბილიტაცია მოხდა.   

უწყების ინფორმაციით, განხორციელებული სარეაბილიტაციო პროექტის შედეგია 4 750 ჰექტარი მიწის ფართობის წყალუზრუნველყოფა, რომლითაც  12 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. სარეაბილიტაციო პროექტის ღირებულებამ 3 491 548 ლარი შეადგინა.

რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა  დაათვალიერეს.

2012 წლიდან დღემდე იმერეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 14 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალ უზრუნველყოფილი მიწის ფართობი 970 ჰექტრიდან 12 000 ჰექტრამდე, ხოლო დაშრობილი, კი,  1 200 ჰექტრიდან 4 400 ჰექტრამდე გაიზარდა.

დღეისათვის შპს „საქართველოს მელიორაცია“ საქართველოს მასშტაბით ახორციელებს  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის  24 სარეაბილიტაციო პროექტს.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics