|
2016-04-21 15:11:48, 670 ნახვა
საზოგადოება
„მაკდონალდსის“ თანამშრომლები დედამიწის დღის აღსანიშნავად რუსთაველის სკვერს დაასუფთავებენ
„მაკდონალდსი“ კორპორაციული მოხალისეობის პროგრამას აგრძელებს: კომპანიის 20 თანამშრომელი, 22 აპრილს, 11:00 საათზე, რესტორნის რუსთაველის ობიექტთან მდებარე სკვერს დაალაგებს და შოთა რუსთაველის ძეგლს გარეცხავს. „მაკდონალდსის“ მოხალისეებს მხარდაჭერას თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური უცხადებს. ღონისძიების მიზანია, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, რომ ბუნებრივ გარემოზე ზრუნვა არა მხოლოდ სოციალურად აქტიური კომპანიის, არამედ თითოეული მოქალაქის მოვალეობაა. მდგრადი განვითარება როგორც საერთაშორისო, ასევე ლოკალურ დონეზე, „მაკდონალდსის“ სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ყოველწლიურ ტრადიციად აქცევენ. დასუფთავების გარდა, „მაკდონალდსი“ გარემოს დაცვის მიზნით განხორციელებულ სხვა მოხალისეობრივ ღონისძიებებშიც აქტიურად მონაწილეობს:გასულ წელს, კომპანიის თანამშრომლები არმაზის რეგიონის გამწვანების ღონისძიებასი ჩაერთნენ და სხვა მოხალისეებთან ერთად ხეები დარგეს. ცოტა ხნის წინ, „მაკდონალდსმა“ მდგრადი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ბრენდის კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტის დანრგევა — ნარჩენების სეპარაცია დაიწყო: რესტორნის ახალგახსნილ ობიექტებში (მაგალითად, „ისთ ფოინთის“ ფილიალში), ნაგვის სეპარაციის მიზნით, სხვადასხვა სახის ურნები განთავსდა. ნაგვის სეპარაციის წამოწყება თბილისის ინფრასტრუქტურის გავნითარების და ბუნებრივი გარემოს დაცვის კუთხით უმნიშვნელოვანესი აქტივობაა: სეპარირების შემთხვევაში, 2010 წლის ნოემბრიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამოქმედებული ახალი სანიტარიული ნაგავსაყრელი ფუნქციობას 40 წლით მეტხანს შეძლებს (იხ. თბილისის მერიის 2010 წლის ანგარიში, გვ.62).
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)