|
2016-04-21 15:07:14, 528 ნახვა
საზოგადოება
ვაკის გამგეობა რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ახორციელებს
ინფრასტრუქტურულ თუ თანადაფინანსებულ პროექტებზე სასაუბროდ ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძე დღეს მოსახლეობას შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის მე-10 კორპუსთან გამგეობა სხვადასხვა სამუშაოს აწარმოებს. მათივე ცნობით, მთლიანად იცვლება საკანალიზაციო სისტემა, ტერიტორიაზე არსებულ ხეივანში ეწყობა მოსასვენებელი სკვერი; ასევე, აღნიშნულ მისამართზე სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. "ეს ხეივანი, რომელიც წლების მანძილზე მოუწესრიგებელი იყო და ფაქტიურად ავტოსადგომად იყენებდნენ, სკვერის ფუნქციას იბრუნებს. ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია ასევე სპორტული მოედნების კეთილმოწყობა; ამ ტერიტორიაზე ორი სპორტული მოედნის აღდგენითი სამუშაოები თითქმის დასრულებულდა“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, სკვერს ექნება კეთილმოწყობილი საფეხმავლო ბილიკები, მოეწყობა ბორდიურები, მოწესრიგდება მწვანე საფარი, დამონტაჟდება განათებები და განთავსდება დასასვენებელი სკამები. რაც შეეხება სპორტულ მოედნებს, წლის ბოლომდე სულ 23 სპორტული მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდება. ამ დროისთვის 6 სპორტული მოედანია აღდგენილი, მიმდინარეობს ხუთი მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები. შეხვედრაზე ვაკის გამგებელმა გამგეობის სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)