|
2016-04-21 14:51:08, 654 ნახვა
საზოგადოება
„ყველაფერს გავაკეთებთ რომ სანიკიძე სისტემას მოცილდეს“, - აქცია განათლების სამინისტროსთან
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ტექნიკური უნივერსიტეტის, არჩილ ფრანგიშვილის გადადგომის მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე ლექტორებმა და სტუდენტებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეობას რაოდენობა 20 ადამიანამდე იყო. როგორც მოძრაობა „ხალხის ხმის“ ხელმძღვანელმა ნიკა მემანიშვილმა განაცხადა, ისინი არჩილ ფრანგიშვილის გადადგომის გარდა ასევე განათლების მინისტრ თამარ სანიკიძესთან შეხვედრასაც ითხოვენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორმა ისიც აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები დაახლოებით ხუთი წლის წინაც გამართეს, თუმცა განათლების სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები არ განხორციელებულა. „როდესაც შეიცვალა ხელისუფლება განათლების სისტემაში ის ადამიანები დარჩნენ, რომლებიც პოლიტიზირებულები არიან. თუ მაშინ ასრულებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მითითებებს, დღეს „ოცნების“ დროშა ამოიღეს“, - განაცხადა მემანიშვილმა. აქციის თანაორგანიზატორის თქმით, უნივერსიტეტში ისევ „ოდეერების“ სისტემაა და სტუდენტები ისევ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან იმართებიან. მისივე თქმით, თვითმმართველობა პარტიული დანამატია. „მოვითხოვთ არჩილ ფრანგიშვილის გადადგომას რადგან მისი რექტორობის დროს განსხვავებულ აზრს დევნიდნენ, სტუდენტებს სცემდნენ. ოთხი სტუდენტი ტყეში გაიტაცეს და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ვითხოვთ ფუნდამენტურ ცვლილებებსს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გამართვას გავაგრძელებთ და მივმართავთ უკიდურეს ფორმებს - დავიწყებთ შიმშილობას განნათლების სამინისტროსთან“, - განაცხადა მემანიშვილმა. მისივე თქმით, თანამდებობა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის გარდა განათლების მინისტრმაც უნდა დატოვოს. „ყველაფერს გავაკეთებთ რომ განათლების მინისტრი სისტემას მოცილდეს, ვთვლით რომ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობები, ამიტომ თანამდებობა მანაც უნდა დატოვოს“, - აღნიშნა მემანიშვილმა. ამ დროისთვის აქცია დასრულებულია.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)