08:14 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 12:46:53, 879 ნახვა

ეკონომიკა
ფინკა ბანკი საქართველოში SMART სერტიფიკატის მქონე პირველი ფინანსური ინსტიტუტია

ფინკა ბანკი საქართველო  SMART სერტიფიკატის მქონე  პირველი საფინანსო ინსტიტუტია ქვეყანაში. ამის შესახებ ფინკა ბანკის  წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

Smart Campaign არის  მსოფლიოს გლობალური კამპანია, რომლის მიზანია, დაეხმაროს  ფინანსურს  ინსტიტუტებს  შეიმუშაონ გამჭვირვალე, ღირსეული და გონივრული ფინანსური მომსახურებისთვის  საჭირო რეგულაციები.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ფინკა ბანკისთვის. ჩვენ დიდი სიხარულით გატყობინებთ, რომ  ფინკა ბანკმა მიიღო Smart Campaign-ის სერტიფიკატი. ეს არის სერტიფიკატი, რომელიც ეძლევათ ფინანსურ ინსტიტუტებს,  იმ თავიანთი  ნებისათვის და მოღვაწეობისათვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ  კლიენტების დაცვის სფეროში. ფინკა ბანკი არის პირველი ფინანსური ინსტიტუტი  საქართველოში, რომელმაც მიიღო ეს სერტიფიკატი და იგი არის გლობალურ მასშტაბებეში 44 სხვა ინსტიტუტთაგან ერთ-ერთი, რომელსაც გააჩნია ეს სერტიფიკატი. ასე რომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო დღეა. ჩვენ ყოველთვის  ორიენტირებული ვიყავით  და მომავალშიც  ვიქნებით პასუხისმგებლიან  საბანკო მომსახურებასა  და ჩვენი  კლიენტების კეთილდღეობაზე.  SMART-ის მიერ მონიჭებული სერტიფიკატი  აღიარებაა იმისა, რომ ჩვენი შიდა სტანდარტი და პოლიტიკა მომხმარებლის მიმართ  სამართლიან და ეთიკურ  დამოკიდებულებას  ეფუძნება",-განაცხადა  ფინკა ბანკის  აღმასრულებელმა დირექტორმა  ვუსალ ვერდიევმა.

ფინკა ბანკი საქართველო 18 წელია  ფინანსურ მომსახურებას  უწევს მცირე  და საშუალო  ბიზნესის  მქონე პირებს, რათა  მათ გაზარდონ  საკუთარი შემოსავალი, შექმნან სამუშაო ადგილები და გაიუმჯობესონ ცხოვრების  პირობები. 2013 წელს ორგანიზაციამ  საბანკო საქმიანობის ლიცენზია  მოიპოვა და  მას შემდეგ მომხმარებელს  სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

ფინკა ბანკი ქმნის   განსხვავებას-ქვეყნის ყველა რეგიონში არსებული  სერვის ცენტრების საშუალებით, ადგილობრივ საბანკო მომსახურებას სთავაზობს  მომხმარებლებს, რომელთაგან 79% სოფლად  მცხოვრებია და პოტენციურად  კვალიფიციურ  ფინანსურ მომსახურებაზე  შეზღუდული წვდომა აქვთ. 800 000-ზე მეტი ადამიანის საარსებო  წყარო სწორედ  ის ბიზნესია, რომელსაც ფინკა ბანკი საქართველო აფინანსებს.

ფინკა ბანკ საქართველოს  SMART სერტიფიკატი კლიენტების ინტერესებზე  ორიენტირებული  პასუხისმგებლიანი  საბანკო საქმიანობის  დასტურად გადაეცა, რაც SMART-ის გლობალური კამპანიის 7 პრინციპის  შესაბამისობას  ითვალისწინებს: პროდუქტის სათანადო დიზაინი  და მიწოდება, ჭარბვალიანობის  პრევენცია, გამჭვირვალობა, გონივრული ფასდადება, კლიენტების  სამართლიანად  და პატივისცემით მოპყრობა, კლიენტის  მონაცემთა  კონფიდენციალობის  დაცვა და საჩივრების  განხილვის მექანიზმის  არსებობა.

"მოხარულები ვართ, რომ ფინკა ბანკი პირველი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელსაც SMART სერტიფიკატი გადაეცა. ფინკა ბანკი შეუერთდა  მიკროსაფინანსო სექტორის  ლიდერ 44 ორგანიზაციას  მსოფლიოს მასშტაბით, როგორც მომხმარებელთა  უფლებების დაცვაზე  ორიენტირებული  საფინანსო ინსტიტუტი, რაც  ვფიქრობ,  ბრწყინვალე მაგალითი იქნება ამ სფეროში მოღვაწე  სხვა ორგანიზაციებისთვისაც",-აღნიშნა  სმარტის კამპანიის დირექტორმა  ელისაბედ  ბარესმა.

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას შეფასებით, ფინკა ბანკი საბანკო სფეროში ძალიან საინტერესოდ შემოვიდა. მისივე თქმით, ფინკა ბანკმა  ყველა ის სტანდარტი დააკმაყოფილა, რასაც SMART სერტიფიკატის მინიჭება ითხოვს:

"მომხმარებლთა უფლებების დაცვა ზოგადად საფინანსო სექტორში ძალიან  მნიშვნელოვანია. კარგია, რომ ეს დღევანდელი პრეცედენტი პირველია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას  მოყვება სხვა პრეცედენტებიც. თავად ფინკა ბანკი ძალიან საინტერესოდ შემოვიდა საბანკო სფეროში.ის სტანდარტები, რომელსაც ითხოვს ასეთი სერტიფიკატის მინიჭება, მათ  დააკმაყოფილეს და დარწმუნებული ვარ, მონდომების შემთხვევაში,  მსგავს  სერტიფიკატებს სხვა საბანკო დაწესებულებებიც მიიღებენ.  მომხმარებელთ აუფლებების  დაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა იცოდეს, თუ რამდენად სამართლიანად ექცევიან მას, რამდენად იცავენ მის პირობებს. როდესაც შენთვის მთავარი არის მომხმარებლის ინტერესების დაცვა და არავითარი  კომპრომისი მომხმარებლის ხარჯზე, ეს უკვე შენი ფასეულობის შემადგენელი ნაწილია.სწორედ ეს არის ამ სერტიფიკატის მინიჭების ძირითადი პრინციპი",-განმარტა ზურაბ გვასალიამ.

ინფორმაციისთვის, სს ფინკა  ბანკი საქართველო, ქვეყნის მასშტაბით არსებული 40  სერვის ცენტრის საშუალებით, 90 000-ზე მეტ  მომხმარებელს  უწევს ფინანსურ მომსახურებას. ფინკა ბანკი საქართველო ფინკას საერთაშორისო ქსელის ნაწილია, რომლის სათაო ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს. ფინკა მსოფლიოს  23 ქვეყანაში 2 მილიონზე მეტ  კლიენტს ემსახურება. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ესტუმროთ საიტს www.FINCA.ge

ფოტო რეპორტაჟი

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics