|
2016-04-21 12:37:11, 956 ნახვა
სამხედრო
სამწყობრო მოედანზე EUCOM-ის ტრენინგის დახურვის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა
სამხედრო საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე EUCOM-ის ტრენინგის დახურვის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. გენერალური შტაბის უფროსმა სიტყვით გამოსვლისას სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ინსტრუქტორებს მადლობა გადაუხადა. „ჩვენი გამნაღმველები ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოს ახორციელებენ. მათთვის მშვიდობიანი და ომის პერიოდი არ არსებობს, მუდმივად საფრთხის ქვეშ აგდებენ საკუთარ სიცოცხლეს და თითოეული მათი საფრთხის ქვეშ ჩაგდებული სიცოცხლე ათობით გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. თითოეულ მათგანს ეს გაცნობიერებული აქვს და, ამდენად, მისასალმებელია ის დახმარება, რომელსაც პარტნიორები გვიწევენ. თითოეული ეს ტექნიკური აღჭურვილობა დამატებით ზრდის შანსს, რომ ამოცანა წარმატებით შეასრულონ“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. კურსის წარმატებით დასრულება მონაწილეებს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ, აშშ-ის თავდაცვის ოფისის წარმომადგენელმა, მაიორმა ვენ დალიმ, ასევე, საინჟინრო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გოჩა შავგულიძემ მიულოცეს. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა და აშშ-ის თავდაცვის ოფისის წარმომადგენელმა სამხედროებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. დღესვე, ამერიკულმა მხარემ სამხედრო საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულს ტრენინგის განმავლობაში გამოყენებული, დაახლოებით 150 ათასი დოლარის ოდენობის აღჭურვილობა გადასცეს. შესაბამის დოკუმენტს ხელი აშშ-ის თავდაცვის ოფისის წარმომადგენელმა, მაიორმა კრისტოფერ ბარტონმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა მამუკა ცხვედიანმა მოაწერეს. EOD-ის პირველი დონის მომზადების ინსტრუქტორთა მეორე ფაზა 4 აპრილს დაიწყო. სამხედრო საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის 14 სამხედრო მოსამსახურე აუფეთქებელი საბრძოლო მასალების აღმოჩენის, უსაფრთხო ადგილას გადატანისა და ადგილზე განადგურების ხერხებს დაეუფლნენ. თეორიული და პრაქტიკული სწავლება სამხედრო საინჟინრო ბრიგადის ბაზის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ტრენინგი განაღმვით ოპერაციებში სამხედრო ინჟინრებით დაკომპლექტებული ასეულის შესაძლებლობების გაზრდას ისახავდა მიზნად. სწავლება აშშ-ის ევროპული სარდლობამ - (EUCOM)-მა ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდის პროექტ საქართველოს IV“-ის ფარგლებში ჩაატარა. ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქურიც დაესწრო.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)