|
2015-02-21 00:42:55, 829 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია: როდესაც რუსეთი დაინახავს, რომ ერთი ადგილი გიკანკალებს, მთელ ინფრასტრუქტურას იმ ადგილის გასახევად მომართავს
„როდესაც რუსეთი დაინახავს, რომ ერთი ადგილი გიკანკალებს მთელ მის საგარეო პოლიტიკურ ინფრასტრუქტურას სწორედ იმ ერთი ადგილის გასახევად მომართავს“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებასთან დაკავშირებით გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა. ალასანიას თქმით, ევროპა საქართველოსთვის დამოუკიდებლობის შენარჩუნების ინსტრუმენტია. "ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეს არ არის უბრალოდ მისწრაფება ევროპისკენ. ევროპა, ნატო ეს არის ინსტრუმენტი ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნების და როდესაც მისი წარმომადგენელი გამოდის და რუსეთთან შეხვედრის წინ აძლევს მოსკოვს გზავნილს, რომ ჩვენ არა ბატონო, თქვენ არ ინერვიულოთ და აქ არანაირი ნატოს ინფრასტრუქტურა არ იქნება, დამერწმუნეთ, ეს არის გზავნილი რუსეთისთვის, რომ ჩვენ ნატოსკენ არ მივდივართ. მე პატივს ვცემ დიდ გამოცდილებას, რომელიც აქვს ზურაბ აბაშიძეს დიპლომატიაში, მასთან ერთად გარკვეულ საკითხებზე მიმუშავია. მაგრამ, მინდა შევახსენო, რომ მე მქონდა გამოცდილება რუსეთთან მოლაპარაკებების, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომი მიმდინარეობდა და პირისპირ ვიყავი რუსეთთან გაეროს უშიშროების საბჭოზე. მე ძალიან კარგად ვიცი რუსეთის ტაქტიკა მოლაპარაკების პროცესში. როდესაც რუსეთი დაინახავს, რომ შენ ერთი ადგილი გიკანკალებს და ისე მიდიხარ მოლაპარაკებებისკენ, მთელ მის ინფრასტრუქტურას, საგარეო პოლიტიკურს, სწორედ იმ ადგილის გასახევად მომართავს. ამიტომ უნდა იყო მტკიცე, მყარი და უნდა უთხრა მათ, რომ გარდაუვალია საქართველოს შესვლა ნატო-ში, გარდაუვალია ნატო-ს ინფრასტრუქტურის გამიჯვნა. როდესაც დაინახავს ამ გარდაუვალობას რუსეთი, ამ შეუქცევადობას, აი მაშინ შეცვლის რეალუარდ რიტორიკას და მაშინ შეიძლება ნორმალიზაციაზე ლაპარაკი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ცნობისთვის, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისაკენ, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. მისივე თქმით, ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)