14:31 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-20 15:04:46, 558 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანი სოფიის კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

ბულგარეთის დედაქალაქი ხვალ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის საკითხებზე იმსჯელებენ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი მაღალი დონის შეხვედრაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდისა, და ბულგარეთის იუსტიციის მინისტრ ეკატერინე ზახარიევას მიწვევით იმყოფება. ღონისძიებას ესწრებიან, აგრეთვე, ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები.

კონფერენცია „სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერება კანონის უზენაესობისათვის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში“ 21 აპრილს გაიხსნება. ღონისძიების მონაწილეები − ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრები და სასამართლო სისტემის ხელმძღვანელები, ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილებას გაუზიარებენ მართლმსაჯულების სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ; იმსჯელებენ იმ პრობლემებზე, რომლებსაც ხელისუფლებები რეფორმირების პროცესში აწყდებიან და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა ბულგარეთის იუსტიციის მინისტრთან.

მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია 22 აპრილს სრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics