თბილისის მერია მოქალაქეების მიერ სახელმწიფო და მუნიციპალური ტერიტორიების უკანონდ მითვისებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

" />
14:31 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-20 14:02:49, 562 ნახვა

საზოგადოება
მერია მოქალაქეების მიერ სახელმწიფო და მუნიციპალური ტერიტორიების უკანონოდ მითვისებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია მოქალაქეების მიერ სახელმწიფო და მუნიციპალური ტერიტორიების უკანონდ მითვისებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ არაერთხელ დაფიქსირდა სახელმწიფო და მუნიციპალური ტერიტორიების უკანონოდ მითვისების  ფაქტები.

„ბოლო პერიოდში მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ არაერთხელ დაფიქსირდა სახელმწიფო და მუნიციპალური ტერიტორიების უკანონოდ მითვისების ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც, დედაქალაქის მერიის მხრიდან რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია და მოქალაქეებს მიეცათ გაფრთხილება უკანონო ნაგებობების დემონტაჟის თაობაზე.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, დედაქალაქის მასშტაბით, სახელმწიფო და მუნიციპალური ტერიტორიების უკანონოდ მითვისება მასიურ ხასიათს იძენს, რაზეც თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური მყისიერად რეაგირებს.

ამ ეტაპზე, ზედამხედველობის სამსახურს პირვანდელ მდგომარეობაში მოჰყავს ის მარტივი და ასევე, კაპიტალურად აგებული კონსტრუქციები, სადაც არაერთხელ იქნა დატოვებული შეტყობინება, თუმცა მოქალაქეების მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია, ანუ, არსებობს ვარაუდი, რომ ნაგებობებში არავინ ცხოვრობდა და ტერიტორიები დაკავებული იყო შემდგომში დაკანონების მიზნით. ამჟამად აფრიკის დასახლებაში, მებაღეობის ქუჩის N29-ე კორპუსის მიმდებარედმსგავსი შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს.

ამასთან, ამავე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაწყებულია კიდევ 15 ფაქტზე და შედგენილია მითითების აქტები“,-აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.  

თბილისის მერია შეახსენებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც მიწის ნაკვეთების თვითნებურად მითვისებას ცდილობენ, რომ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემა ხდება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური კი სისტემატიურად ახორციელებს კონტროლს და მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მიმარ თავს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics