|
2016-04-20 12:39:50, 581 ნახვა
რეგიონი
ქობულეთსა და როვნოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ქობულეთს კიდევ ერთი დამეგობრებული ქალაქი ეყოლება. თანამშრომლობის მემორანდუმი უკრაინის ქალაქ როვნოსთან გაფორმდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ და როვნოს მერმა ვლადიმერ ხომკომ მოაწერეს. ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლობა მიზნად ისახავს კულტურის, განათლების, ჯანდაცვის და სპორტის სფეროებში გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას. შეხვედრაზე თვითმმართველობების ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებსა და ინიციატივებზე ისაუბრეს. „მზად ვართ ხელი შევუწყოთ ჩვენს რეგიონებს შორის ურთიერთობას, კულტურულ და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობას, რაც ორივე მხარისთვის ნაყოფიერი იქნება", - განაცხადა სულხან ევგენიძემ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ქ. როვნოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა საქართველო-უკრაინის ფორუმი, სადაც გაიმართა პრეზენტაციები აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის, ასევე, ქობულეთის, როგორც საზღვაო კურორტის შესახებ. მიმდინარე წელს დაიგეგმა აჭარაში საპასუხო ოფიციალური ვიზიტი ქ.როვნოდან.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)