|
2016-04-20 11:30:02, 574 ნახვა
საზოგადოება
თბილისის შემოსავლელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწყებს ახალ რუბრიკას - ვიდეორეპორტაჟი სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტებიდან. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამჯერად, გთავაზობთ თბილისის შემოსავლელ გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ამსახველ ვიდეორგოლს, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატით არის გადაღებული. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 14,7 კმ-იანი სარეაბილიტაციო მონაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებზე გამარჯვებასა და გარდაბანზე გადის და უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვისთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარის დაგება, მოსახლეობის ეზოში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნების, ავტოპავილიონების, ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, გვერდულების, კიუვეტების, გაბიონების და საგზაო ნიშნების მოწყობა და ასევე, გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. ამ დროისთვის, გზის გვერდულებისა და სარეაბილიტაციო მონაკვეთზე არსებული ხიდების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და 2016 წლის ზაფხულში დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 მილიონ 121 ათასი ლარია.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)