05:03 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 15:31:00, 538 ნახვა

საზოგადოება
სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო ელექტრონული მმართველობის პრინციპების შესახებ გაცნობითი შეხვედრების ციკლს აგრძელებს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ელექტრონული მმართველობის პრინციპების, ელექტრონული სერვისების უპირატესობებისა და მოქალაქის პორტალის (MY.GOV.GE) გამოყენების შესახებ გაცნობითი შეხვედრების ციკლს აგრძელებს.

მორიგი შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრებში გაიმართა. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ ახალგაზრდობას დეტალურად გააცნეს მოქალაქის პორტალის (www.my.gov.ge) გამოყენების ინსტრუქცია, ისაუბრეს მის უპირატესობებზე და წარმოადგინეს ყველა ის მნიშვნელოვანი ელექტორნული მომსახურება, რომელთა მიღებაც მოქალაქეებს დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით შეუძლიათ.

მოქალაქის პორტალით სარგებლობისთვის მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს როგორც ახალი პირადობის მოწმობა, ისე მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლის მიღებაც ერთჯერადი პროცედურის გავლით იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი, უახლოეს მომავალში კი სახელისა და პაროლის დარეგისტრირება საზოგადოებრივ ცენტრებშიც გახდება ხელმისაწვდომი.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებაა. საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics