05:04 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 15:26:01, 553 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივ ცენტრებში სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგები გრძელდება

საზოგადოებრივ ცენტრებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგები გრძელდება.

ამჯერად დაბა ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრში ტრენინგი „კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა“ ჩატარდა.

ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრში ტრენინგები 13 აპრილს დაიწყო და 25 აპრილს დასრულდება.

სწავლება 5 სვადასხვა თემას შეეხება: სამართალი და ადამიანის უფლებები; კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა; რა არის ევროკავშირი?; დისკრიმინაცია; საკუთრების უფლება, სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცნებები.

ტრენინგები განკუთვნილია ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის და ემსახურება სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას. ნებისმიერ დაინტერსებულ პირს აქვს შესაძლებლობა საზოგადოებრივ ცენტრში შეავსოს სარეგისტრაციო განცხადება და ადგილზევე გაიაროს უფასო ტრენინგი. ყოველი ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. ტრენინგებს ატარებენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტი სტუდენტები „იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის“ ფარგლებში.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებაა. საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics