|
2016-04-19 14:59:38, 465 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგებელმა სოფელ დიღომში მიწების ლეგალიზების მიზნით დაწყებული სამუშაო პროცესი შეამოწმა
სასოფლო-სამეურნეო მიწების ლეგალიზებისათვის სამუშაო პროცესი გრძელდება - საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე დღეს სოფელ დიღომში იმყოფებოდა, სადაც აღნიშნული პრობლემა მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მათ უმეტესობას დოკუმენტაციის მომზადებაში პრობლემები ჯერ კიდევ მიწის რეფორმის დროს შეექმნათ, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მამა-პაპისეული მიწის ნაკვეთების დაკანონება წლების მანძილზე ვერ მოახერხა. ბექა მიქაუტაძე დღეს სოფელ დიღმის საუბნო სამსახურში იმყოფებოდა, სადაც უკვე რამდენიმე თვეა ყოველ სამშაბათსა და პარასკევს თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტი მოქალაქეებს ხვდება და მიწების ლეგალიზებისათვის აუცილებელი პროცედურებისათვის კონსულტაციას უწევს. დღევანდელ შეხვედრაზე მიმდინარე პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამგებელს საუბნო სამსახურის ხელმძღვანელმა მიაწოდა. „ამ დროისათვის, მიწის ლეგალიზების მოთხოვნით ჩვენ 700-ზე მეტმა მოქალაქემ მოგვმართა, რომელთაგან 500-მა უკვე გაიარა კონსულტაციები მერიის ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელთან, 200-მდე მოქალაქის დოკუმენტაცია კი თამოყრილია გამგეობაში და გამზადებულია შემდგომი რეაგირებისათვის“, - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ. გამგებელი შეხვედრაზე მყოფ რამდენიმე ადგილობრივსაც გაესაუბრა და მათი კონკრეტული პრობლემის შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)