|
2016-04-19 13:31:58, 492 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია სურსათის ეროვნული სააგენტოსა იმერეთის რეგიონული სამსახურების მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის იმერეთის რეგიონული ოფისები დაათვალიერეს, სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ და თანამშრომლებს შეხვდნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლის მნიშვნელობაზე, რაც ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად მეტად აქტუალური ხდება. უწყების ინფორმაციით, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ქუთაისის რეგიონული ლაბორატორია ცხოველთა დაავადებების პირველად და დამადასტურებელ დიაგნოსტიკას ახორციელებს. ტარდება კვლევები როგორც მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის, ისე სურსათის კვლევის მიმართულებითაც. უკვე დანერგილია და აქტიურად მიმდინარეობს ფუტკრის დაავადებების კვლევაც. 2015 წლიდან ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია ISO 17025 საერთაშორისო აკრედიტაციას ფლობს. ამჟამად ლაბორატორიაში 11 სპეციალისტია დასაქმებული; ქუთაისში, სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის ახალი შენობა 2015 წელს გაიხსნა, სადაც 46 ადგილობრივი სპეციალისტი დასაქმდა. რეგიონის მასშტაბით სააგენტოს სპეციალისტები სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს, ვეტერინარული კეთილსაიმედოობის კუთხით ცხოველთა ვაქცინაციებს (დაავადებებზე -ცოფი, თურქული, ცხვრის და თხის ყვავილი, ნოდულარული დერმატიტი) ახორციელებენ. ტუპერკულოზზე და ბრუცელოზზე ტარდება სისხლის ნიმუშების გამოკვლევა. სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლს, სკოლებისა და საბავშვო ბაღების კვების ბლოკების შემოწმებას, ასევე იმერეთის რეგიონში მდებარე ცხოველთა 13 სასაკლაოს მონიტორინგს. სასაკლაოებში დანერგილია HACCP-ის (საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სისტემა, რაც ზრდის მომხმარებლის ნდობას წარმოებული სურსათისადმი და მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან დასაახლოებლად. „მნიშვნელოვანია სამომხმარებლო ბაზრის და სწრაფი კვების ობიექტების მონიტორინგი, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ინტენსიურად ახორციელებენ. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკების კონტროლი. ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად სკოლამდელ დაწესებულებებში უკვე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და დღეისათვის იქ არსებული კვების ბლოკების უმრავლესობა დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. მიმდინარე წელს, იმერეთის რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ინსპექტირებულია 232 სკოლისა და სასკოლო დაწესებულების კვების ბლოკები. სააგენტოს სპეციალისტებმა გასცეს 440 ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, მათ შორის 225 - მწვანილზე. რაც ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის მოზულობის ზრდაზე მეტყველებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)